წესები და პირობები
დაბრუნების პოლიტიკა
ზოომაღაზია თიფეთ-ში პროდუქციის შეძენის შემდგომ მომხმარებელი მიტანისას ამოწმებს საქონელს, რაიმე სახის დაზიანების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას არაუმეტეს 1 სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნება არ მოხდება.
პროდუქციის გადაცვლა მოხდება თუ მას შენარჩუნებელი ექნება მიწოდებისას არსებული იერსახე.
დაზიანებული პროდუქციის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენელი იბრუნებს პროდუქციას და მოხდება მისი გადაცვლა (პროდუქტი უნდა იყოს დაუზიანებელი) ან თანხის დაბრუნება საბანკო ანგარიშსწორებით. თანხის დაბრუნება მოხდება გადახდის თარიღიდან 4 სამუშაო დღის ვადაში.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენი კომპანია მაქსიმალურად იცავს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.
თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ თქვენი საიტზე ვიზიტისას და შეკვეთის განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნას საიტზე სერვისების და მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით.
თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გაიცეს მხოლოდ ჩვენთან აფილირებულ კომპანიებზე, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.
კონფიდენციალურობის თაობაზე დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე, ჩატში ან ელ. ფოსტის საშუალებით.